მენიუ
დაჯავშნა

რესტორნები და ბარები

სასტუმრო „New Wave Hotel Batumi“-ში განთავსებულია რესტორანი „Atlantis“ და კაფე „Cross Wave“, სადაც ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებს შემოგთავაზებენ.

კვების ობიექტები მუშაობს 08:00-დან 00:00 საათამდე. შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში — სპეციალური მენიუს მომზადება.

საუზმე
საუზმე მიირთმევა ყოველდღიურად, 08:00-დან 11:00 საათამდე, „შვედური მაგიდის“ (ბუფეტის) პრინციპით.

საუზმის მენიუ მოიცავს: რძის პროდუქტებს, ტკბილეულს, ცომეულს, პურს, ყველს, ხორცის ასორტს, ბოსტნეულს, გარნირებს, ჯემებს, კვერცხის კერძებს, ცხელ კერძებს, სალათებს, ყავას, ჩაის, წყალსა და წვენებს.

ხელმისაწვდომია ვეგეტარიანული, ვეგანური და „ჰალალ“ (halal) საუზმის ვარიანტები.

სადილი და ვახშამი
სადილისა და ვახშმის შეკვეთა შესაძლებელია რესტორნის მუშაობის საათებში.

ნომერში მომსახურება (Room Service)
ნომერში მომსახურება ხელმისაწვდომია რესტორნის მუშაობის საათებში.